შენგელიას 18 ქულა - თორნიკე VTB ლიგის ჩემპიონობასთან ახლოსაა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ერთიანი VTB ლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში ყაზანში "უნიკსი" 76:57 დაამარცხა და 2:0 დაწინაურდა.

შენგელიამ 25:15 წუთში 18 ქულა (13-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 12-დან 8 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 23 იყო.

თორნიკე შედეგიანობით და სარგებლიანობის კოეფიციენტით ორივე გუნდიდან საუკეთესო გახლდათ.

მესამე მატჩი 10 ივნისს მოსკოვში ჩატარდება და გამარჯვების შემთხვევაში ცსკა ტურნირის გამარჯვებული გახდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვითიბი ლიგაზე საბრძოლველად გადავიდა ე.ი.თორემ ევროლიგაზე უშანსოდ წააგეს.
master
10:22 08-06-2021
1
მატჩის ბოლომდე რამდენიმე წუთით ადრე,69 ქულიან ცსკას,უკვე 13 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული და აქედან არც ერთი არ ჰქონდა შენგელიას.არადა 18 ქულა უკვე ჩაგდებული ჰქონდა.ესე იგი პერიმეტრის შიგნიდან,ცსკას მიერ მოპოვებულ 30 ქულიდან,თორნიკეს ანგარიშზე,18 ქულა იყო.ის აყლაყუდა ცენტრ კლიმენკოს მეურვეობდა და სანამ მოედანზე იყო,კლიმენკოს 2 ქულიანი არ ჩაუგდია
სოსო
11:19 08-06-2021
1

სიახლეები პოპულარული