ის ჩვენი ნაკრების მომავალია - "მამუს" საუკეთესო მომენტები "მილუოკის" რიგებში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს საზაფხულო ლიგაზე თავი წარმატებული თამაშით გამოიჩინა. ქართველმა კალათბურთელმა "მილუოკი ბაქსის" რიგებში 5 შეხვედრა გამართა (1 მოიგო, 4 დათმო).

აღსანიშნავია "მამუს" ბოლო, მე-5 შეხვედრა, სადაც "ირმები" "დენვერ ნაგეტსს" ეთამაშა. სანდრომ ამ შეხვედრაში გუნდს 20 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა.

ქართველი კალათბურთელის სწრაფმა და ჭკვიანურმა თამაშმა გულშემატკივრები მოხიბლა, "ბაქსის" ოფიციალურ გვერდზე კი შეხვდებით კომპლიმენტებს, როგორებიცაა:

"არ ვიტყვი, რომ ის მომავალი იოკიჩია ან თუნდაც რაიმე მსგავსს, თუმცა ერთს გეტყვით, ძალიან კარგი იქნება, თუ ის სათადარიგო მოთამაშე გახდება და
შეხვედრაში 15 წუთით დაიტვირთება".

"გაიხსენეთ თქვენი თავი, მეგობრებო, რომლებიც სანდროს არჩევისას იცინოდით! ახლა ყველანი დარწმუნდით "მამუში".

"მის გაბარიტებთან შედარებით ძალიან სწრაფი და მოქნილია".

სანდროს შეტევითი არსენალი მართლაც რომ დიდი აქვს, თუმცა დაცვის კუთხით უნდა მოუმატოს, ყოველივე ამის შემდეგ კი, დიდი ალბათობით, ჩვენებური მოქმედი ჩემპიონების რიგებში თავის სათამაშო დროს მიიღებს.


მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგარი ნაკრები გვეყოლება ევრობასკეტზე. წარმატებები სანდროს
გოგა
20 აგვისტო 2021 19:54
0
რას ბოდიალობთ ზოგიერთი ეს როგორ არაა ნაკრების მომავალი, ან როგორაა აშშ-ს მოქალაქე როცა ნაკრებში უკვე ჩატარებული აქ რამდენიმე თამაში. ფინალურ ეტაპზე უპრობლემოთ ჩამოვა ნაკრებში და ითამაშებს, რაც შეეხება იმას რომ შესარჩევებში ვერ ჩამოდის მასე, დონჩიჩიც და სხვა ვარსკვლავებიც ვერ ეხმარებიან ნაკრებებს შესარჩევში, მაგრამ რას იძახიან სლოვენიელები არაა ეგ ჩვენი მომავალიო?DDDDD ბეჟანიშვილს კი ბატონო გაურკვეველია რას ფიქრობს.
hhh
20 აგვისტო 2021 14:13
2
ჩვენი ნაკრების მომავალია? საიდან ასეთი ინფორმაცია?
დიახ. ძალიან კარგი და ძალიან პერსპექტიული კალათბურთელია, დიდი წარმატებები მას, მაგრამ ის ხომ არ არის საქართველოს ნაკრების მომავალი და ეს ხომ კარგად არის ცნობილი.
იდალგო
20 აგვისტო 2021 12:56
33
ვაი თქვენს პატრონს უბედურს
ლშა
20 აგვისტო 2021 14:48
1
ერთი ესაა ჩვენი ნაკრების მომავალი და მეორე ბეჟანიშვილი. ეს ამერიკის, ის ავსტრიის მოქალაქეა
Sergo
20 აგვისტო 2021 11:59
32
ესეთი დონის კალათბურთი ნბა-ში ქართველის შესრულებული ჯერ არ მინახავს. ძალიან მაგარია. ემჩნევა ამერიკული სკოლა რომ აქვს გავლილი
ძალიან ძლიერია
20 აგვისტო 2021 11:17
0

სიახლეები პოპულარული