შერმადინის 17 ქულა ფინალში - "ტენერიფემ" ხეტაფეს თასი მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ ერთად ხეტაფეს თასი მოიგო. ფინალში გიორგის გუნდის მეტოქე მადრიდის „ფუენლაბრადა“ იყო, რომელიც კუნძულელებმა 101:96 დაამარცხეს. ესპანეთში ჩემპიონატის დაწყების წინ ტრადიციულად იმართება სხვადასხვა ტურნირი, რომლებიც სეზონისთვის მოსამზადებელ ხასიათს ატარებს. შერმადინმა კი ცხადყო, რომ ესპანეთის პირველობას შესანიშნავ ფორმაში ხვდება.

ხეტაფეს თასის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 20 წუთში 17 ქულა და 2-2 მოხსნა პასი მოაგროვა. მასზე მეტი მხოლოდ მისმა ფინელმა თანაგუნდელმა სასუ სალინმა ჩააგდო – 18 ქულა. მან 10-დან 6 სამქულიანი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ
1/2-ფინალში „ტენერიფემ“ თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბი „ბასკონია“ დაამარცხა – 81:67. ამ შეხვედრაში გიორგის ანგარიშზე 9 ქულა დაფიქსირდა.

"ტენერიფეს" ახალ სეზონში პირველი ოფიციალური ტიტულის მოგების შანსი 11-12 სექტემბერს ექნება, როდესაც ესპანეთის სუპერთასის მატჩებს უმასპინძლებს. 11-ში ნახევარფინალური თამაშებია დაგეგმილი: შერმადინის გუნდი მადრიდის "რეალს" ეთამაშება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი "ბარსელონა" და "ვალენსია" იბრძოლებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული