შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს!

AutoSharing Option
გუშინ, 7 სექტემბერს, ბარსელონაში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე, მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

აქამდე ასოციაციას იტალიელი კალათბურთელი ლუიჯი დატომე ხელმძღვანელობდა.

"ძალიან ამაყი ვარ და ამავდროულად, ზოგჯერ მოკრძალებულად ვგრძნობ თავს, როცა ვაანალიზებ, რომ ასოციაციის ხელმძღვანელობა კოლეგებმა მე მანდეს.

ბევრი რაღაცის გაკეთება მომიწევს. ჯიჯი დაუჯერებლად კარგი ლიდერი იყო და პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. მან წამოიწყო და წარუძღვა პროცესს, რომელმაც ასოციაცია იქამდე მიიყვანა, სადაც ის დღესაა.

მოუთმენლად ველოდები მოთამაშეთა ბორდის წევრებთან ერთად სამუშაოს დაწყებას და ეიფორიაში ვარ იმ მოვალეობით,
რომლითაც ამ თაობის კალათბურთელებისთვის უფრო მეტის გაკეთება შემიძლია", - თქვა თოკომ.

მომზადებულია Eurohoops-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 26 /
რა ეგ და რა თინა კანდელაკი. ჲკნებ კანდელაკიც დაგვენიშნა რამის კაპიტნად? რუსეთუმეებო ამოიღეთ ხმა, ასეთ ქალს დაფასება არ აქვს საქართველოში აბა როგორ შეიძლება?! თინა კანდელაკი კაპიტნად!
რა ეგ
11:26 09-09-2021
11
ცოტა დააზუსტეთ, კალათბურთელთა პროფკავშირების ასოციაციის პრეზიდენტათ აირჩიეს.
ჯუჯი
08:53 09-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული