შენგელიას 13 ქულა და ცსკა-ს დამაჯერებელი გამარჯვება

AutoSharing Option
VTB ლიგის პირველ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მინსკში "ცმოკი" 92:44 გაანადგურა.

შენგელიამ 14:51 წუთში 13 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 22 იყო.

შენგელიაზე შედეგიანი 14 ქულით მხოლოდ მისი თანაგუნდელი ნიკოლა მილუტინოვი იყო.

ცსკა 26 სექტემბერს პოლონეთის "ზელენა გურას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თოკო მაგარია!
გრიგოლი1408
15:57 24-09-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული