"ტენერიფეს" საიტის ცნობით, ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა "ბილბაოსთან" ლიგა ენდესას მესამე ტურის მატჩში ზურგის მარჯვენა ქვედა ნაწილის ტრავმა მიიღო და ბოლომდე ამიტომ ვერ ითამაშა.
კლუბის სამედიცინო სამსახური იტყობინება, რომ მას 5-6 კვირა მოუწევს უქმობა და 3 ოქტომბერს მადრიდში "რეალთან" შეხვედრას გამოტოვებს. იმედია, გიორგი ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მწყობრში ჩადგება.
შეგახსენებთ, "ბილბაოსთან" შერმადინი მატჩის MVP გახდა.