ევროლიგა თორნიკე შენგელიაზე ფილმს იღებს

AutoSharing Option
ევროლიგამ ახალი დოკუმენტური ფილმის გამოსვლა დააანონსა, რომლის მთავარი გმირებიც მოსკოვის ცსკა-ში ყოფილი თანაგუნდელები თორნიკე შენგელია და მაიკ ჯეიმსი არიან. ფილმს, რომელიც 11 ოქტომბერს გამოვა, “გადაკვეთილი გზები” ჰქვია და როგორც აღვნიშნეთ, ევროლიგის ორ ვარსკვლავზეა გადაღებული. შეგახსენებთ, რომ შენგელია კვლავაც ცსკა-ს ღირსებას იცავს, ჯეიმსმა კი გუნდი კონფლიქტის შემდეგ დატოვა და ახლა ფრანგულ "მონაკოშია", რომლის ერთ-ერთი მწვრთნელიც მანუჩარ მარკოიშვილია.

“ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამი რამაა: რელიგია, სამშობლო და ოჯახი. სამუშაო ეთიკა არის ის, რის გამოც იქ ვიმყოფები, სადაც ახლა ვარ. მაიკ ჯეიმსს ყველაფერს
საუკეთესოს ვუსურვებ, სადაც უნდა იყოს ის. ჩვენი გზები წარსულში ბევრჯერ გადაიკვეთა და ვინ იცის, იქნებ ეს მომავალშიც მოხდეს“, – ამბობს შენგელია ფილმის ტრეილერში. შეგახსენებთ, რომ ქართველ და ამერიკელ კალათბურთელებს, ცსკა-ს გარდა, ერთად ესპანურ "ბასკონიაშიც" უთამაშიათ, კვლავ შეხვედრის საშუალება კი ოქტომბრის ბოლოს ექნებათ, როდესაც რუსული გრანდი "მონაკოს" ევროლიგის მე-7 ტურის ეგიდით ესტუმრება.

ცნობისთვის, დღეს თორნიკე შენგელიას დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 30 წლის გახდა, რასაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულითადად ულოცავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული