სრული კონცენტრაციით - თორნიკე შენგელია ევროლიგის მატჩამდე

AutoSharing Option
დღეს, 8 ოქტომბერს, საკალათბურთო ევროლიგის მე-2 ტურის მატჩში, თორნიკე შენგელიას ცსკა "ანადოლუ ეფესს" ესტუმრება. პირველ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა - რუსები "ოლიმპია მილანოსთან" (74:84), თურქები კი მადრიდის "რეალთან" (69:82). ქართველმა ლეგიონერმა მატჩამდე Sport Express-თან ისაუბრა:

"შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ, ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში შევდივართ. სტამბულში წარმატებისთვის აუცილებელია, 40 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია მოვახდინოთ. ასევე, მაქსიმალური სიზუსტით ვესროლოთ.

მეტოქე ძალიან ძლიერია და წარმატების მიღწევა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყოველი შეხვედრის შემდეგ უკეთესები უნდა გავხდეთ და ტიტულისთვის ბრძოლა შევძლოთ."

მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ცსკა "ვითიბი ლიგაზე" წარმატებით ასპარეზობს.

altევროლიგა თორნიკე შენგელიაზე ფილმს იღებს

altშენგელიას 7 ქულა და ცსკა-ს მარცხი მილანში

მკითხველის კომენტარები / 1 /
თოკო წარმატებები!!!!!!!!!!!!
ფანი
18:01 08-10-2021
1

სიახლეები პოპულარული