ცსკა-ს მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია ზედიზედ მეორედ გახდა ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე.
შენგელია მეორე და მესამე ტურის MVP გახდა.
თორნიკე "ანადოლუ ეფესთან" და "ზენიტთან" საუცხოოდ გაისარჯა და კარიერაში მეექვსედ დაეუფლა MVP-ის ტიტულს.
აღსანიშნავია, რომ შენგელია პირველი კალათბურთელია, რომელიც ტურნირზე 2020 წლის შემდეგ მიჯრით მეორედ გახდა ტურის MVP - მაშინ შეინ ლარკინმა (ანადოლუ ეფესი) უპრეცედენტოდ, ოთხჯერ მოიპოვა ტიტული.