თორნიკე შენგელიას დაბრუნება და ცსკა-ს სენსაციური მარცხი

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოირჩინა და VTB ლიგაზე ტალინში "კალევთან" ითამაშა.

ცსკა-მ სენსაციური მარცხი განიცადა (56:67) და მიმდინარე ტურნირზე პირველად წააგო.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ მართალია, დამარცხდნენ, თუმცა, სამაგიეროდ, თოკო დაუბრუნდათ.

შენგელიამ 24:25 წუთში 7 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 10-დან 5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 6 იყო.

ცსკა 5 ტურის შემდეგ 4 მოგებით "უნიკსთან" ერთად ლიდერია და ყაზანურ გუნდს 7 ნოემბერს შეხვდება, ხოლო იქამდე, 4 ნოემბერს, ევროლიგაზე
"ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.

შენგელიას ნავარაუდევი ორი თვის ნაცვლად 20 დღე გაუცდა და 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინასთან საშინაო მატჩში დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
20 დღის უვარჯიშებელმა(მხოლოდ წინა დღეს ივარჯიშა გუნდთან ერთად) თორნიკემ,ძალიან ცუდი პროცენტით ისროლა,მაგრამ მაგალითად კლაიბერნმა,საერთოდ ვერ აიღო ქულა და ბურთი ხელიდან ვარდებოდა,ალექსეი შვედმაც მგონი სულ 4 ქულა აიღო.როცა თორნიკე მოედანს ტოვებდა,გუნდი ინდაურების ნახირს ემსგავსებოდა.ერთი სიტყვით,შავი დღე ჰქონდათ და ასე ცოტა ქულა,არ ვიცი, უკანასკნელად რამდენი ათწლეულის წინ ჰქონდათ ჩაგდებული.
სოსო
00:55 02-11-2021
0
გამიხარდა ასე ადრე რომ მოირჩინა ტრავმა, ნაკრების თამაშებში მაგრად დაგვეზმარება
Nukri
01:54 02-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული