გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის მიწურულს ნანდო დე კოლოს მიერ ჩაგდებული ორი სამქულიანი, რომლის შემდეგაც ცსკა-ს თამაშის შემოსატრიალებლად არც დრო დარჩა და არც რესურსი. დე კოლომ მატჩი 18 ქულით დაასრულა.
თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 28 წუთი, 10 ქულა, 3 პასი, თითო მოხსნა-ჩაჭრა. თოკომ 4-4 ორქულიანი და სამიანი სტყორცნა და 2-2 ჩააგდო.
ცსკა-ს ევროლიგაზე 8 მატჩიდან 4 აქვს მოგებული. უახლოეს შეხვედრას ვითიბი ლიგაზე 7 ნოემბერს, „უნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.
GBF