მნიშვნელოვანია რატი ანდრონიკაშვილის გამოჩენა პარკეტზე, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა. 22 წლის გამთამაშებლისათვის „კრეიტონის“ რიგებში ეს პირველი მატჩი არ იყო. მან NCAA-ს დაწყებამდე საგამოფენო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 16 წუთში 6 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. დღევანდელ შეხვედრაში ის სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, 9 წუთი ითამაშა და ამ დროში 2 ქულა, 1 პასი და 1 მოხსნა დააგროვა. მან სამქულიანი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ, ორქულიანი კი
ერთიდან ერთი გამოიყენა. რატი მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „არკანზას პაინ ბლაფს“ შეხვდა და 90:77 დაამარცხა.
პირველი მატჩი გამართა ალექს მერკვილაძემაც, რომლის „ლოიოლა მერიმაუნტი“ „შატანუგა მოქსთან“ 64:75 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 8 წუთი გაატარა და ამ დროში მხოლოდ 1 მოხსნის დაგროვება მოასწრო. მან საჯარიმოს ხაზიდან ერთხელ ისროლა და ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
20 წლის ცენტრის, საბა გიგიბერიას „ჯორჯია ტექი“ „მაიამი რედჰოქსს“ დაუპირისპირდა და 69:72 დამარცხდა. საბამ 5 წუთში 2 ქულა და 4 მოხსნა (2 შეტევაში) დააგროვა. მან თამაშიდან ერთხელ ისროლა და ისიც ზუსტად. გიგიბერია მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.
ყველაზე მეტი ქართველი კალათბურთელებიდან ნიკა მეცხვარიშვილმა ითამაშა (15 წუთი), რომლის „ლუიზიანა მონრო“ ძალიან დიდი სხვაობით, 39:101 დამარცხდა. მეცხვარიშვილმა 2 ქულა, 3 მოხსნა (დაცვაში) და 1 ჩაჭრა დააგროვა, თამაშიდან 3-დან ერთი ბურთი გამოიყენა, 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ორჯერ დაკარგა.

GBF.GE