შენგელია წარსულის წინააღმდეგ და ცუდი სიტუაციის გამოსასწორებლად

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" (73:81) მარცხის შემდეგ და "ბასკონიასთან" შეხვედრის წინ ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ sports.ru-სთან კომენტარი გააკეთა:

"ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ამ კვირაში ორივე თამაში გასვლითი გვაქვს. პირველი წავაგეთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომდევნოში გავიმარჯვოთ.

მარტო მე კი არა, მთელმა გუნდმა იცის, რომ აქ თამაში ადვილი არ არის, მეტოქეები ბოლომდე იბრძოლებენ. ამიტომ ჩვენ უნდა გავიდეთ, ვიბრძოლოთ ყველა ბურთისთვის და მტკიცედ ვითამაშოთ."

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებს 17 ქულა ჩაუგდო. ცსკა-ს ცუდი სეზონი აქვს და ვერც ევროლიგაზე ბრწყინავს - მხოლოდ 10 ქულა. შეგახსენებთ,
რომ ის მომავალ მეტოქე "ბასკონიას" კაპიტნობდა.

"ფერნანდო ბუესა არენაზე" დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

altთორნიკე შენგელიას 17-მა ქულამ ცსკა "ბარსელონასთან" მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]

altშენგელიას ცსკა საშინელ ფორმაშია - ზედიზედ მე-5 მარცხი

მკითხველის კომენტარები / 4 /
აღარ მაინტერესებს შენგელიას ამბები
ბექა
20 ნოემბერი 2021 00:09
6
თოკოს დრო უნდა, რომ ჩვეული ფორმა დაიბრუნოს... აცადეთ.
tngh
19 ნოემბერი 2021 15:13
10
ცეესკას და მის პატრონს, რუსეთის არმიას ვუსურვებ დამარცხებას და მუდმივ წარუმატებლობას!
არტ
19 ნოემბერი 2021 19:46
1
მშვენიერ ფორმაშია და კარგადაც თამაშობს ! ცსკა არაა ფორმაში და მალე ალბათ მწვრთნელსაც შეცვლიან
zura222
19 ნოემბერი 2021 18:23
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული