შენგელია წარსულის წინააღმდეგ და ცუდი სიტუაციის გამოსასწორებლად

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" (73:81) მარცხის შემდეგ და "ბასკონიასთან" შეხვედრის წინ ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ sports.ru-სთან კომენტარი გააკეთა:

"ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ამ კვირაში ორივე თამაში გასვლითი გვაქვს. პირველი წავაგეთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომდევნოში გავიმარჯვოთ.

მარტო მე კი არა, მთელმა გუნდმა იცის, რომ აქ თამაში ადვილი არ არის, მეტოქეები ბოლომდე იბრძოლებენ. ამიტომ ჩვენ უნდა გავიდეთ, ვიბრძოლოთ ყველა ბურთისთვის და მტკიცედ ვითამაშოთ."

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებს 17 ქულა ჩაუგდო. ცსკა-ს ცუდი სეზონი აქვს და ვერც ევროლიგაზე ბრწყინავს - მხოლოდ 10 ქულა. შეგახსენებთ,
რომ ის მომავალ მეტოქე "ბასკონიას" კაპიტნობდა.

"ფერნანდო ბუესა არენაზე" დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

altთორნიკე შენგელიას 17-მა ქულამ ცსკა "ბარსელონასთან" მარცხისგან ვერ იხსნა [VIDEO]

altშენგელიას ცსკა საშინელ ფორმაშია - ზედიზედ მე-5 მარცხი

მკითხველის კომენტარები / 4 /
აღარ მაინტერესებს შენგელიას ამბები
ბექა
00:09 20-11-2021
6
თოკოს დრო უნდა, რომ ჩვეული ფორმა დაიბრუნოს... აცადეთ.
tngh
15:13 19-11-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული