ევროლიგის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ გასვლაზე 80:74 დაამარცხა "ბასკონია".
შენგელიამ თავის ყოფილ გუნდთან 29:49 წუთში 15 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური შენიშვნა მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16-ს გაუტოლდა.
ცსკა 6 მოგებით მე-9 ადგილზეა და 25 ნოემბერს "ბაიერნს" უმასპინძლებს.