მოგეხსენებათ, "მილუოკი ბაქსმა" სანდრო მამუკელაშვილი სათამაშოდ G ლიგის გუნდ "ვისკონსინ ჰერდში" (საკუთარი გუნდია) გაუშვა.
დღეს კი სანდრომ "ფორტ უეინის" წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა გამართა (მისმა გუნდმა 111:108 გაიმარჯვა) და მშვენიერი სტატისტიკაც დააფიქსირა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 11 ქულით, 10 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"მამუსთან" ერთად მონაწილეობა გეორგიოს კალაიცაკისმაც მიიღო, ბერძენმა კალათბურთელმა გუნდს 15 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
ამრიგად, სანდრომ G ლიგაში თამაში მშვენივრად დაიწყო, იმედია "ბაქსის" ხელმძღვანელობა ქართველს ამ სეზონში შანსს კიდევ მისცემს.
ზოგადად ისეთ ადგილასაა და ისეთი ხალხის გვერდით, სანდროსნაირი მშრომელი ბიჭი აუცილებლად წინ წავა და თანაც იმედი მაქვს დიდი ნაბიჯებით. წარმატებები სანდროს !!