მოგეხსენებათ, "მილუოკი ბაქსმა" სანდრო მამუკელაშვილი სათამაშოდ G ლიგის გუნდ "ვისკონსინ ჰერდში" (საკუთარი გუნდია) გაუშვა.
დღეს კი სანდრომ "ფორტ უეინის" წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა გამართა (მისმა გუნდმა 111:108 გაიმარჯვა) და მშვენიერი სტატისტიკაც დააფიქსირა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 11 ქულით, 10 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"მამუსთან" ერთად მონაწილეობა გეორგიოს კალაიცაკისმაც მიიღო, ბერძენმა კალათბურთელმა გუნდს 15 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
ამრიგად, სანდრომ G ლიგაში თამაში მშვენივრად დაიწყო, იმედია "ბაქსის" ხელმძღვანელობა ქართველს ამ სეზონში შანსს კიდევ მისცემს.