მამუკელაშვილის შესანიშნავი დებიუტი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, "მილუოკი ბაქსმა" სანდრო მამუკელაშვილი სათამაშოდ G ლიგის გუნდ "ვისკონსინ ჰერდში" (საკუთარი გუნდია) გაუშვა.

დღეს კი სანდრომ "ფორტ უეინის" წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა გამართა (მისმა გუნდმა 111:108 გაიმარჯვა)  და მშვენიერი სტატისტიკაც დააფიქსირა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 11 ქულით, 10 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"მამუსთან" ერთად მონაწილეობა გეორგიოს კალაიცაკისმაც  მიიღო, ბერძენმა კალათბურთელმა გუნდს 15 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.

ამრიგად, სანდრომ G ლიგაში თამაში მშვენივრად დაიწყო, იმედია "ბაქსის" ხელმძღვანელობა ქართველს ამ სეზონში შანსს კიდევ მისცემს.



მკითხველის კომენტარები / 4 /
კაით რა რაა შესანიშნაცი დებიუთი? ამ G ლიგაში თოკო თავის დროზე 28-30 ქულებს დებდა და მაინც ვერ მიიღო ნბაში დარჩენის შანსი და 11 ქულა რა ბედენაა.
5
წარმატებებეი სანდრო! იბრძოლე, იშრომე და შედეგიც იქნება აუცილებლად-მიაწექი..
ქართველი
12:25 20-11-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული