"საბრძოლო მოქმედებები "ანორთოსისის" გასახდელში, სადაც ბოთლები და ბუცები "დაფრინავდნენ" - ბერძნული მედია ქეცბაიასა და ფეხბურთელების კონფლიქტზე

AutoSharing Option
როგორც იცით, კვიპროსის ჩემპიონატზე "ოლიმპიაკოსთან" წაგების (2:3) შემდეგ, "ანორთოსისის" გასახდელში ინციდენტი მოხდა, მწვრთნელმა თემურ ქეცბაიმ თავდამსხმელებს ნიკა კაჭარავასა და კაილ ლაფერტის ვარჯიში აუკრძალა და კლუბიდან მოკვეთით დაემუქრა. მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა კლუბს 259 ათასი ევრო დაუჯდება, ამიტომ კაჭარავას ხვალიდან ვარჯიშის უფლება მიეცემა, ხოლო ლაფერტის ინდივიდუალურად შეეძლება ვარჯიში. კვიპროსული 24sports-ი ბერძნულ sportdog-ზე დაყრდნობით კონფლიქტის დეტალებს იტყობინება:

"ქაოსი "ანორთოსისის" გასახდელში, სადაც ქეცბაიამ ფეხბურთელს უხეშად ხელი ჰკრა და საგნები დაფრინავდნენ.

წარმოუდგენელ სცენებს ჰქონდა ადგილი, სადაც საბრძოლო მოქმედებები განვითარდა, ფეთქებადმა და ძნელად პროგნოზირებადმა ქეცბაიამ მესამე ტაიმი
ჩაატარა და მტყუანსა და მართალს ყველას შეუტია.

თავიდან მან სპიროს რიზვანისსა და პაულუს არაიურის დაცვის ცენტრში დაშვებული შეცდომების გამო უსაყვედურა. ამ უკანასკნელს წარმოუდგენლად დამამცირებელი სიტყვებით მიმართა.

შემდეგ ქეცბაია ნახევარმცველ დენის პოპოვიჩზე და თავდამსხმელებზე, ლაფერტისა და თანამემამულე კაჭარავაზე გადაერთო, რომელიც შეცვლაზე ჩრდილოირლანდიელის ნაცვლად შევიდა. განსაკუთრებით ლაფერტის ადანაშაულებდა იმის გამო, რომ ადვილად გასატანი გოლები ვერ გაიტანა. მერე წყლით სავსე ბოთლი ესროლა, ბრიტანელმა კი საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თემურმა უთხრა, რომ მისთვის "ანორთოსისი" დასრულებული იყო. მათ შორის გასაშველებლად შუაში კაჭარავა ჩადგა და მწვრთნელმა გუნდიდან დათხოვნილად ისიც გამოაცხადა.

მთელი ამ ტრაგიკომიკური ისტორიისას გასახდელში საგნები, მათ შორის ბუცები დაფრინავდნენ.

ქეცბაიას ყველა ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელის გაშვება უნდა, მაგრამ მათ კლუბთან მოქმედი კონტრაქტები აქვთ. ამ დროს ყველა მათგანი ქეცბაიას მოყვანილია  და გუნდში ცუდი ატმოსფეროა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყოველთვის ვგულშემატკივრობ თემოს, მინდა ყოველთვის კარგი მესმოდეს მასზე, მაგრამ ცოტა საკუთარ თავზეც უნდა იმუშაოს. არ შეიძლება ფეხბურთელების მუდამ შეურაწყოფა და დედის გინება.
muro
02:36 26-11-2021
2
თემური მუდამ მაქსიმალისტია.ფეხბურთელებს კი,ეტყობა გატოკება ეზარებათ.რამდენი ქართველი ჩააყენა ფორმაში და საწყენია,ბევრი სიკეთეს რომ ვერ ხედავს.შინაურისაგან ფეხზე დაკიდება, გაცილებით უფრო მძიმე ასატანია.
სოსო
23:29 25-11-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული