ევროლიგის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში დაძაბულ მატჩში 77:74 დაამარცხა "ბაიერნი".
შენგელიამ 31:42 წუთში 12 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 იყო.
თორნიკე ჩარტერული რეისით თბილისში გამოფრინდება და ხვალ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უკრაინასთან ითამაშებს.
ცსკა 7 მოგებით მე-7 ადგილზეა და 2 დეკემბერს "პანათინაიკოსს" უმასპინძლებს.