სანდროს მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა G ლიგაში! ქართველს ვერ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
G ლიგაში მორიგი მეგა-მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილმა.

ქართველი ლეგიონერის "ვისკონსინ ჰერდმა" "ვინდი სიტი ბულსს" უმასპინძლა და 124:116 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულით (5/7 სამქულიანი), 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

კარგი მატჩი გამართა ჯორდან ნვორამაც, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. შეგახსენებთ, ჯორდანი და "მამუ" სეზონის სტარტზე "მილუოკი ბაქსის" შემადგენლობაში გამოდიოდნენ, თუმცა "ირმების" ხელმძღვანელობამ მეტი სათამაშო დროის გამო კალათბურთელები საკუთარ G ლიგის გუნდში
გაუშვა.

ამრიგად, "ვისკონსინ ჰერდი" 6 გამარჯვებითა და 0 მარცხით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 1-ელ დეკემბერს, იმავე "ვინდი სიტი ბულსის" პირისპირ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 4 /
"ჭ" ლიგიდანაც არ უშვებენ ნაკრებში?
გრიგოლი1408
30 ნოემბერი 2021 14:20
4
ლიგას რა მნიშვნელობა ის ფანჯარა რა ამ შესარჩევებსააქ გამოყოფილი მარტო ამერიკიდან გადმოფრენა გადაფრენას არ ეყოფა.Dდდდდდდდდდდდდდ
jjj
30 ნოემბერი 2021 15:21
1
რატო უნდა გააჩერონ?:დდ მიდი მამუ მიაწექიი!!კაროჩეე ჯობია აქ მაინც დატოვონ ორაქტია ექნება და იქნებ რამე ჯილდოსაც გამოკრას ხელი აბა ბაქსში ორი მეათედის თამაშს ყველაფერი ჯობია.აქ გამოცდილებას დააგროვებს და მწვრთნელსაც აჩვენებს შესაძლებლობებს!
აბგდ
30 ნოემბერი 2021 11:48
1
მეგა მატჩიო,სათაურშია ხსენებული და ამინ,მეგა ვარსკვლავი გამხდარიყოს ჩვენი ოქროს ბიჭი!!!
მერაბი
30 ნოემბერი 2021 10:54
0

სიახლეები პოპულარული