სანდრო NBA-ში სოლიდური დროითა და მშვენიერი თამაშით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ტორონტო რეპტორსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 97:93 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან სანდრო მამუკელაშვილი გუნდში სოლიდური დროითა და მშვენიერი თამაშით დაბრუნდა. ქართველმა კალათბურთელმა 23 წუთში 8 ქულა (4/8), 10 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მოქმედი ჩემპიონების რიგებიდან საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 6 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

"ტორონტოს" შემადგენლობიდან ფრედ ვანვლიტმა 29 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი
და 1 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "მილუოკი" 14 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 5 დეკემბერს, "მაიამი ჰიტის" პირისპირ ჩაატარებს.

"რეპტორსი" 10 გამარჯვებითა და 13 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-12 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს 6 დეკემბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 13 /
Milwaukee Bucks - Miami Heat
Sandro
21 min
FG 2 out of 6
3P 1 out of 3
def. rebounds 4
off. rebounds 3
assits 3
points 5
+/- 6
ქ. გ.
06 დეკემბერი 2021 14:13
0
გუშინაც კარგად ითამაშა. სანდრო სასტარტოში იყო.
ქ. გ.
06 დეკემბერი 2021 02:18
0
წარმატებები სანდროს!!! იმედია, გააძლიერებს საქართველოს ნაკრებს...
tngh
03 დეკემბერი 2021 15:07
0
და როდის უნდა გააძლიეროს ნაკრები?...
ტარიელი
03 დეკემბერი 2021 22:09
1
სანდრო'ს მომენტების 8 ვიდეო:
1' Cutting Dunk Shot
1' Putback Layup
MISS 26' 3PT Jump Shot
MISS 3' Cutting Dunk Shot
MISS Tip Layup Shot
MISS 7' Driving Floating Jump Shot
1' Dunk
2' Cutting Layup Shot
www.nba.com/stats/events/?ContextMeasure=FGA&EndPeriod=0&EndRange=28800&GameID=0022100329&PlayerID=1630572&RangeType=0&Season=2021-22&SeasonType=Regular%20Season&StartPeriod=0&StartRange=0&TeamID=1610612749&flag=3&sct=plot§ion=game
ქ. გ.
03 დეკემბერი 2021 15:04
0
სანდრო'ს 10 მოხსნა (ორივე ფარზე) [Vიდეო]
www.nba.com/stats/events/?ContextMeasure=REB&EndPeriod=0&EndRange=28800&GameID=0022100329&PlayerID=1630572&RangeType=0&Season=2021-22&SeasonType=Regular%20Season&StartPeriod=0&StartRange=0&TeamID=1610612749&flag=1&sct=plot§ion=game
ქ. გ.
03 დეკემბერი 2021 14:46
0
…მადლობა!!!
დათო
03 დეკემბერი 2021 15:36
0
Sandro's offensive rebounds Video
www.nba.com/stats/events/?ContextMeasure=OREB&EndPeriod=0&EndRange=28800&GameID=0022100329&PlayerID=1630572&RangeType=0&Season=2021-22&SeasonType=Regular%20Season&StartPeriod=0&StartRange=0&TeamID=1610612749&flag=1&sct=plot§ion=game
ქ. გ.
03 დეკემბერი 2021 14:41
0
აი აქ არის მატჩის სტატისტიკა
www.nba.com/game/mil-vs-tor-0022100329/box-score#box-score
ქ. გ.
03 დეკემბერი 2021 14:33
0
აი მამუს ვერავინ დაჩაგრავს, ვერც მეტოქე და ვერც მწვრთნელი. ლომგული ბიჭია!
SILVERMARCS
03 დეკემბერი 2021 13:16
1
კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი პროგრესი შეიძლება განიცადოს კალათბურთელმა საკუთარ თავზე მუშაობით, ვინც ადევნებთ თვალს სანდროს G ლიგაში ნათამაშევ ბოლო თამაშებს, აშკარად გადაზრდილია ქვედა ლიგისთვის. კიდევ ერთი საიმედო კალათბურთელი შეემატა ჩვენს ნაკრებს, თან დიდი ხნით. ბრავო სანდრო, ტაშს გიკრავ შენი პროფესიონალიზმის გამო. ჩვენ გავალთ მსოფლიოზე!!!
03 დეკემბერი 2021 12:16
1
ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგრამ ნაკრების ლიდერი ვერ გამოვა, NBAს და ევროლიგის ხალხი ვერ მოდის ნაკრებში და ... მაქსიმუმ დიდ ტურნირზე და გუნდიც ახლიდანაა შესათამაშებელი,
ნიმბუსი
03 დეკემბერი 2021 10:44
0

სიახლეები პოპულარული