მაკფადენის საოცარი შედეგი - 9 სამქულიანი 18 წუთში

AutoSharing Option
თად მაკფადენის დიდებული შედეგი, რომელიც მან ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში დააფიქსირა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა, რომელიც ესპანური “მურსიას” ღირსებას იცავს, თავის წინა კლუბ "ბურგოსს" 18 წუთში 9 სამქულიანი ჩაუგდო. მაკფადენი ამას არ დასჯერდა და ისე, ბურთი რომ არ დაუკარგავს, 6 ჩაჭრა მიითვალა.

მაკფადენის გუნდი "ბურგოსს" სტუმრად ეთამაშა და 102:84 დაამარცხა, საქართველოს მოქალაქეობის მქონე უკანახაზელმა კი 18:32 წუთში 29 ქულა, 6 ჩაჭრა, 4 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. თადმა 13 ცდიდან 9 სამქულიანი და 4-დან 1 ორიანი ჩააგდო. მისმა მარგი
ქმედების კოეფიციენტმა 34 შეადგინა და მე-13 ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოგების უმთავრესი კანდიდატია.

8 მოგებითა და 5 მარცხით მურსიელები ცხრილში საპატიო მე-5 ადგილზე არიან.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ თედ, მაგარი ხარ. ძალიან მაგარი შედეგია. გელოდებით ნაკრებში იმედებით.
G.LA
11:52 12-12-2021
0
მიდი თედო!!!! შენი იმედი გვაქვს!!!!
ნუგზარი
11:24 12-12-2021
0

სიახლეები პოპულარული