უკრაინელთა ფორვარდი: მაკფადენის გაჩერება ძნელი იყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში წაგებულ მატჩში (83:88) 18 ქულით უკრაინელთაგან ყველაზე შედეგიანი ფორვარდი ბოგდან ბლიზნიუკი იყო, რომელმაც მარცხის მიზეზები ახსნა:

"რთული შეხვედრა გამოვიდა. ზოგიერთ მომენტში კონცენტრაცია და დისციპლინა არ გვეყო. დასაწყისში მაკფადენს ათამაშების საშუალება მივეცით, რომელმაც ბევრი ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო. შემდეგ მან თვითდაჯერებულობა იგრძნო. ასეთი კალათბურთელის გაჩერება ძნელი იყო. მან სხვა თანაგუნდელებს რწმენა შემატა.

ვთვლი, რომ სწრაფ გაქცევებში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ზოგიერთ მომენტში წარმატება არ გვეყო. თავს არ ჩავქინდრავთ, ორიოდ დღის მერე შემდეგი მატჩი
გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული