მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინდიანა პეისერსის" ხელმძღვანელობამ გოგა ბითაძე სათამაშოდ G ლიგის გუნდ "ფორტ უეინში" გაუშვა.
დღეს, 15 დეკემბერს, "ფორტ უეინი" გიორგი ბეჟანიშვილის "გრანდ რაპიდს" დაუპირისპირდა და 139:122 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 19 ქულით (8/11), 7 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
რაც შეეხება გიორგი ბეჟანიშვილს, ქართველმა ცენტრმა 32 წუთში 16 ქულა (8/14), 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ჩვენმა ლეგიონერებმა შედეგიანი მატჩი გამართეს, მათი გუნდები კი ხვალ გამთენიისას ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდებიან.