ევროლიგის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში "უნიკსთან" 67:88 დამარცხდა.
შენგელიამ 25:12 წუთში 20 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 პერსონალური შენიშვნა მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 27 იყო. ის როგორც ჩაგდებული ქულებით, ასევე სარგებლიანობის ინდექსით ორივე გუნდიდან საუკეთესო გახლდათ.
ცსკა-მ ისტორიაში საკუთარ მოედანზე 2012 წელს "ბარსელონასთან" განცდილი ყველაზე გამანადგურებელი, 21-ქულიანი მარცხი გაიმეორა.
ცსკა-მ ტურნირზე 4-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, 9 მოგებით მე-6 ადგილზეა და 17 დეკემბერს ბერლინში "ალბას" დაუპირისპირდება.
ევრო სარბიელზე ყველა თამაშის წაგება, ცსკ-ს და შენგელიას!!
ვ. ფეოლა