"ინდიანას" მორიგი გაუგებარი გადაწყვეტილება - G ლიგიდან დაბრუნებული გოგა ლიმიტირებული დროით ათამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 122:113 დაამარცხა.

მოგეხსენებათ, რიკ კარლაილმა ("პეისერსის" მწვრთნელმა) G ლიგაში გოგას კარგი თამაში დააფასა და მთავარ გუნდში დააბრუნა, რის შემდეგაც მოსალოდნელი იყო, რომ ქართველი დიდ სათამაშო დროს მიიღებდა, თუმცა ყველაფერი ასე არ წარიმართა. ბითაძემ მოედანზე სულ რაღაც 5 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

საუკეთესო კარის ლევერტი გახლდათ, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

რაც შეეხება "პისტონსს", სადიქ ბეიმ
თავი 28 ქულით, 10 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, "ინდიანა" 13 გამარჯვებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერნეციაში მე-13 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 22 დეკემბერს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.

"დეტროიტი" 4 მოგებითა და 23 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-15 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი 18 დეკემბერს, "ჰიუსტონ როკეტსის" პირისპირ ჩაატარებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს, როდესაც გუნდიდან გაუშვებენ ლევერტს, ტერნერს და საბონისს. ეს მალე მოხდება. უკვე გადაწყვეტილია.
ქ. გ.
10:30 17-12-2021
2
რა გუნდი ინდიანაა თუ ძმა ხარ, წადი სადმე გოგა რა.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული