ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 122:113 დაამარცხა.
მოგეხსენებათ, რიკ კარლაილმა ("პეისერსის" მწვრთნელმა) G ლიგაში გოგას კარგი თამაში დააფასა და მთავარ გუნდში დააბრუნა, რის შემდეგაც მოსალოდნელი იყო, რომ ქართველი დიდ სათამაშო დროს მიიღებდა, თუმცა ყველაფერი ასე არ წარიმართა. ბითაძემ მოედანზე სულ რაღაც 5 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
საუკეთესო კარის ლევერტი გახლდათ, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
რაც შეეხება "პისტონსს", სადიქ ბეიმ თავი 28 ქულით, 10 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ამრიგად, "ინდიანა" 13 გამარჯვებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერნეციაში მე-13 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 22 დეკემბერს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.
"დეტროიტი" 4 მოგებითა და 23 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-15 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი 18 დეკემბერს, "ჰიუსტონ როკეტსის" პირისპირ ჩაატარებს.