"რეალთან" მატჩამდე შენგელიას ორმაგი დუბლი ბერლინში

AutoSharing Option
ევროლიგის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ბერლინში „ალბა“ 93:90 დაამარცხა.

შენგელიამ 23:57 წუთში 12 ქულა (10-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 16 იყო.

ყველაზე შედეგიანი 26 ქულით ბერლინელი მაოდო ლო გახლდათ, რომელიც მარგი ქმედების 34-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

ცსკა 10 მოგებით მე-7 ადგილზეა და 23 დეკემბერს მადრიდში, მეორე პოზიციაზე მყოფ „რეალს“ დაუპირისპირდება.

რუსული პრესა აღნიშნავს, რომ ევროლიგის ერთ-ერთ
ყველაზე სუსტ გუნდთან წაგებას გადაურჩნენ, ხოლო მწვრთნელმა დმიტრის იტუდისმა განაცხადა, რომ შეგირდებთან დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკი მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული