ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასი "ნიუ ორლეანს პელიკანსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 116:112 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 6 ქულით (2/4 სამქულიანი), 4 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც გუნდს 40 ქულა, 5 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
რაც შეეხება "პელიკანსს", დევონტე გრაჰამმა 26 ქულა (8/12 სამქულიანი), 4 მოხსნა, 4-იც შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
ამრიგად, "ბაქსი" 19 გამარჯვებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიუ ორლეანსი" 10 მოგებითა და 21 მარცხით დასავლეთში მე-13 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 20 დეკემბერს, "ფილადელფიას" პირისპირ ჩაატარებს.