მამუკელაშვილის საუკეთესო შედეგი და დრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 დეკემბერს "მილუოკი ბაქსი" "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდა 90:119 დამარცხდა.

სანდროს ანგარიშზე 42 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, ამდენივე ჩაჭრა და დაფარება იყო. მამუკელაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და კალათში 9-დან 4 სამქულიანიც მოათავსა, პერსონალური ფოლი კი 3-ჯერ მიიღო. აქამდე მის საუკეთესო შედეგად 27 წუთი და 12 ქულა მიიჩნეოდა.

საკუთარ გუნდში მამუკელაშვილზე შედეგიანი ჯორდან ნვორა იყო - 28 ქულითა და 11 მოხსნით. ქართველზე მეტი კი მხოლოდ სამმა კალათბურთელმა ჩააგდო. გამარჯვებულთა მხრიდან, კევინ ლავსა და რიკი რუბიოს 15-15 ქულა ჰქონდათ.

"ბაქსს" 19 გამარჯვება და 13 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და  23 დეკემბერს "ჰიუსტონ როკეტსს" დაუპირისპირდება.

altსანდრო დიდი დროით დაიტვირთა და იმედებიც გაამართლა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს თვითონ ინდივიდუალურად რაც მოახერხა,კიდევ რამდენი პასი არ მისცეს როცა კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, უფრო მაღალი შედეგი ექნებოდა.
თბილისელი
11:24 19-12-2021
1
ვამბობდი ამ ბოჭს გოგასაგან განსხვავებით ჟილკა აქ დასლე იყყვის სათქმელს მეთქი.
0

სიახლეები პოპულარული