სანდროს კიდევ ერთი შანსი და იანისის ბრწყინვალე თამაში "მილუოკის" მაინც არ ეყო - ისევ მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილს "მილოუკი ბაქსის" რიგებში თავის გამოჩენის შესაძლებლობა ისევ მიეცა, თუმცა მისი გუნდი კვლავ, ბოლო 4 მატჩში მესამედ დამარცხდა - "შარლოტ ჰორნესტთან" 106:114.

სანდროს ამჯერად 12:10 წუთი დაეთმო, რა დროშიც 5 ქულა დააგროვა, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და 2 პასიც გააკეთა. მამუკელაშვილის თანაგუნდელი იანის ანტეტეკუმპო ბრწყინვალედ გამოიყურებოდა - 43 ქულა ჩააგდო, რასაც 12 მოხსნა დაუმატა, თუმცა ეს მეტოქის დასამარცხებლად საკმარისი არ გამოდგა. "ჰორნესტიდან" საუკეთესო ტერი როზიე იყო - 28 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.

"მილოუკის" 26 გამარჯვება და
16 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მ-4 ადგილს იკავებს, 11 იანვარს კი ისევ "შარლოტს" ესტუმრება.

 

altსასიხარულოა! "მილუოკის" მწვრთნელი სანდროს ენდობა და სათამაშოდ დიდ დროს აძლევს [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული