შენგელიას 6 ქულა და ცსკა-ს გამარჯვება "ვილერბანთან"

AutoSharing Option
ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში "ვილერბანი" 90:83 დაამარცხა.

შენგელიამ 21:39 წუთში 6 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 1-დან 0 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 5 იყო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარგი ქმედების 38-იანი კოეფიციენტით დანიელ ჰეკეტი (ცსკა) გახდა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო.

ცსკა-მ 19 ჩატარებული მატჩიდან 12 მოიგო, მე-5 ადგილზეა და 21 იანვარს "მილანოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა ჩანს, არ უნდა გადასულიყო მოსკოვში! იქ ძალიან ბევრი და ძალიან ლამაზი რუსი გოგონაა!
aburjga
12:53 15-01-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული