12:30 19-01-2022
შერმადინის ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი თურქეთში [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის საწყის სამ პერიოდში უპირატესობას ესპანელები ფლობდნენ, თუმცა ადგილობრივი გულშემატკივრებით გაგულისებულმა და ამერიკელი კალათბურთელებით გავსებულმა „კარშიაკამ“ ბოლო პერიოდში მაღალი შედეგიანობა უჩვენა და ათწუთეული 25:15 მოიგო. შესაბამისად, საბოლოო გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ – 88:80.
გიორგი შერმადინმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის დიდი ყურადღება მის განეიტრალებაზე იყო გადატანილი, გიომ ორმაგი დუბლის შესრულება მაინც მოახერხა: 31 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა მოაგროვა, რასაც 2-2 პასი-დაფარება მიამატა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო – 25.
„კარშიაკას“ რიგებში შერმადინის ყოფილი თანაგუნდელი („კანტუდან“) ალექს ტიუსი გამოირჩა – 15 ქულა, 10 მოხსნა.
ამ გუნდებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება მესამე მატჩში, რომელიც ტენერიფეში 20 იანვარს გაიმართება.
GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გაგულისებული გაბრაზებულს ნიშნავს. აჯობებდა შეგულიანებული რომ დაგეწერათ.
4
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული