მამუკელაშვილს G ლიგაში ვერ აჩერებენ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 იანვარს, G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდი" "ლეიკლენდ მეჯიქთან" 109:110 დამარცხდა.

"ჰერდის" შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა შესანიშნავი შეხვედრა გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მოედანზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 28 ქულით (10/15), 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

სანდროსთან ერთად ჯორდან ნვორამ ("მილუოკიში" ჩვენებურის თანაგუნდელია) გუნდს 32 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელები G ლიგაში ბრწყინავენ. "ბაქსი" მომდევნო შეხვედრას ხვალ, 22 იანვარს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ გამართავს. რამდენად მიეცემა
სანდროს თავის გამოჩენის შანსი, ამას მატჩის მიმდინარეობისას გავიგებთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული