დღეს, 21 იანვარს, G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდი" "ლეიკლენდ მეჯიქთან" 109:110 დამარცხდა.
"ჰერდის" შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა შესანიშნავი შეხვედრა გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მოედანზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 28 ქულით (10/15), 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
სანდროსთან ერთად ჯორდან ნვორამ ("მილუოკიში" ჩვენებურის თანაგუნდელია) გუნდს 32 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელები G ლიგაში ბრწყინავენ. "ბაქსი" მომდევნო შეხვედრას ხვალ, 22 იანვარს, "ჩიკაგო ბულზის" წინააღმდეგ გამართავს. რამდენად მიეცემა სანდროს თავის გამოჩენის შანსი, ამას მატჩის მიმდინარეობისას გავიგებთ.