ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "კლივლენდ კავალიერსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 98:85 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან გოგა ბითაძე ტრავმის შემდეგ მოედანს 16 წუთით დაუბრუნდა, რა დროშიც 4 ქულა (1/4) და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
საუკეთესო კრის დუარტე გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
"კავალიერსის" შემადგენლობიდან ჩედი ოსმანმა გუნდს 22 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
რაჟონ რონდომ აქტივში 15 ქულა, 5 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, "პეისერსი" 19 გამარჯვებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"კავალიერსი" 33 მოგებითა და 21 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-4 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 10 თებერვალს, "სან ანტონიო სპურსის" პირისპირ ჩაატარებს.
კარგია ამ ბიᲭების წარმატება და მახარებს იმიტომ რომ დᲦევანდელი ნაკრების ბიᲭები და ვუნც გვასახელა მარᲗლა ამორᲩეული ბავᲨვებიდან გაიზარდნენ.მაგაᲗ დროს ამდენი ფული არ იყო და ბევრი იბრᲫოლეს და განავიᲗარეს კალაᲗბურᲗი.
p.s. მაგრამ დაივიწყეს როგორ მიაᲦწიეს და როგორ დაუდგნენ გვერდიᲗ.
დᲦეს უდგან გვერდიᲗ Თავის მეგობრის Შვილებს და ᲫმაკოციბიᲗ აპიარებენ ბავᲨვებს.
Ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ ორი ბავᲨვი მყავს კალაᲗბურᲗელი ორივე ჯობდა ნაკრების 40% ს მაგრამ არ მიყავᲗ.რის გამო იმიტომ რომ კალაᲗბურᲗელი არ ვარ და არც Ძმაკაცი მყავს.
არ დაბლოკოᲗ გᲗხოვᲗ.
Ძაან ნაწყენი ვარ რაც გააკეᲗეს