ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "კლივლენდ კავალიერსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 120:113 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 10 წუთი დაჰყო, რა დროშიც 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ფარისკენ 3-ჯერ ისროლა, ზუსტი არც ერთ გამოდგა.
დაუკეთესო "საკრამენტოდან" ახლახანს გადმოყვანილი ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 3 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
"კავალიერსის" შემადგენლობიდან კარის ლევერტმა და ჯერეტ ალენმა თანაბარი 22-22 ქულა მიითვალეს.
ამრიგად, "პეისერსი" 19 გამარჯვებითა და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.
"კლივლენდი 35 მოგებითა და 21 მარცხით იმავე აღმოსავლეთსი მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 13 თებერვალს, "ფილადელფიას" პირისპირ ჩაატარებს.