სამწუხაროდ, ბითაძემ ტრავმა მიიღო და დღევანდელი შეხვედრა გამოტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსს" უმასპინძლა და 113:108 დაამარცხა.

სამწუხაროდ, მასპინძელთა შემადგელობიდან გოგა ბითაძემ მატჩის დაწყებამდე მარჯვენა ფეხზე დისკომფორტი იგრძნო და შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა გოგას ტრავმა და როდის შეძლებს ქართველი მოედანზე გასვლას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ორმაგად დასანანია მაშინ, როდესაც გუნდის ძირითადი ცენტრი მაილის ტერნერი თამაშს ვერ ახერხებს და გოგა ძირითად შემადგენლობაში გამოდის. ასეა თუ ისე, "პეისერსმა" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, ბითაძეზე კი ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო
ტაირის ჰალიბარტონი გახლდათ, რომელმაც თავი 21 ქულით, 5 მოხსნით, 14 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

დედაქალაქელების შემადგენლობიდან კენტავიუს კალდველ-პოუპმა გუნდს 27 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

კაილ კუზმამ 26 ქულა, 15 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "ინდიანა" 20 მოგებითა და 40 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.

"ვიზარდსი" 26 გამარჯვებითა და 31 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი ხვალ, 18 თებერვალს, "ბრუკლინ ნეტსის" პირისპირ ჩაატარებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული