"თორნიკე შენგელიას კონტრაქტი ჯერ არ გაუწყვიტავს" - ირწმუნება აგენტი

AutoSharing Option
საქართველოს კალთბურთელთა ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მიერ ცსკ-სთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მისმა აგენტმა ნიკოს ვარლასმა უარყო.

"თოკო შენგელიას არც ერთ მედიასაშუალებასთან განცხადება არ გაუკეთებია. ახლა ის თავისი ოჯახის სიმშვიდეზე ზრუნავს. როდესაც თოკოს მომავალზე მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, ის პირველ რიგში ცსკა-ს დაელაპარაკება", - წერს ვარლასი "ტვიტერზე".

BasketNews-ი იტყობინება, რომ შენგელიამ რუსეთი ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა, თუმცა ჯერ მოსკოვურ კლუბთან მისი ხელშეკრულება გაუქმებული არ არის.

"ეს უკრაინაში რუსული აგრესიის მიმართ ჩემი პროტესტია. ამ ვითარებაში არ შემიძლია ვითამაშო ამ გუნდში", -
ციტირებს თორნიკეს "მარკა".

შენგელიას ცსკა-სთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და მის გასაუქმებლად იურიდიული პროცედურები დასჭირდება ან კლუბისთვის კომპენსაცის გადახდა შეიძლება მოუწიოს.

შეგახსენებთ, შენგელიამ რუსს ოკუპანტებთან მეომარ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა: "ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები".

ასეა თუ ისე, თორნიკეს მიერ ცსკა-სთან თანამშრომლობის ოფიციალურად გაწყვეტა მხოლოდ დროის საკითხია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რომ გადადიოდა არ იცოდა სად გადადიოდა? მაშინაც ასეთი ოკუპანტი და აგრესორი იყო რუსეთი
გიო
21:27 26-02-2022
6
დაგვიანებული მაგრამ სწორი ნაბიჯი მადლობა კაპიტანო .....
shalva
21:50 26-02-2022
6

სიახლეები პოპულარული