არასასიამოვნო ინციდენტი - გოგას "სელტიკსის" ვარსკვლავმა ხელი ჰკრა... "ინდიანამ" "ბოსტონი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და 128:107 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა (1/3), 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4:45 წამით ადრე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა, ქართველი კალათბურთელი 2021 წლის "ყველა ვარსკვლავის" მონაწილეს, ჯეილინ ბრაუნს შემთხვევით დაეჯახა, რის გამოც "კელტების" ერთ-ერთი ლიდერი დაეცა, ფეხზე გამწარებული წამოდგა და ჩვენებურს ხელი ჰკრა. გოგა პროვოკაციას არ აჰყვა და არსებულ სიტუაციას გამოერიდა.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო ტაირის ჰალიბარტონი
გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 4 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1-იც დაფარებით გამოიჩინა.

"ბოსტონის" მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 23 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "პეისერსი" 21 მოგებითა და 41 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 1-ელ მარტს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"სელტიკსი" 36 გამარჯვებითა და 27 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 2 მარტს, "ატლანტა ჰოუქსის" პირისპირ გამართავს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
გოგა, ყველას გვახსოვს, რომ 3-იანებს მაგრად ესროდი ხოლმე... გთხოვ, ნუ იქნები მანდრაჟში.... თუ ვერ გარისკავ, ვერც ვერასოდეს მიაღწევ მწვერვალს.... წარმატებები და მეტი ,,ჟილკა''....
გიორგი 50
12:30 28-02-2022
0
ქართველს როგორ ეხება ეს ზანგი აფრიკა,მაგის…
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული