მაკფადენის 27 ქულა და გამარჯვების ორქულიანი მალაგაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა ესპანურ ACB ლიგაში ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. თად მაკფადენმა თავის გუნდს სტუმრად მალაგაში, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მოაგებინა. მაკფადენის "მურსიამ" მეტოქეს 88:87 სძლია, გადამწყვეტი ორქულიანი კი სწორედ თადმა ჩააგდო, რომელიც 27 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მურსიელებმა პირველი მეოთხედი 18:30 წააგეს და ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ გამარჯვება სტუმრებს დარჩებოდათ. მურსიელთა ქამბექის მთავარი შემოქმედი მაკფადენი გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და 25:37 წუთში 5-დან 3 ორქულიანი, 10-დან 6 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო.

მურსია 86:87
აგებდა, როდესაც გადამწყვეტი სროლის განხორციელება თადს მიანდეს და მანაც შორეული ორქულიანი ჩააგდო. ამ დროს საფინალო სირენამდე 3.6 წამიღა რჩებოდა და ვალენსიელებმა შედეგიანი შეტევის განხორციელება ვეღარ მოასწრეს. მაკფადენის მონაგარი 1 მოხსნა და 2 პასიც იყო, პასივში კი 1 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

ცნობისთვის, თადს მიმდინარე სეზონში 19 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 21:03 წუთი, 12.6 ქულა, 1.0 მოხსნა, 1.8 პასი. "მურსიამ" 11 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა და ლიგა ენდესაში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 13 მარტს შინ, "ანდორასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკეთესები, როგორ არ არსებობენ, მარა ეგ, რომ არ ვათამაშოთ ევრობასკეტზე მაგარი უმადურები ვიქნებით მის წინაშე.
რრრ
19:06 07-03-2022
0

სიახლეები პოპულარული