შენგელია "ვირტუსის" ოფიციალურ პრეზენტაციაზე: სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა

AutoSharing Option
იტალიურმა "ვირტუს ბოლონიამ" საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ოფიციალურად წარადგინა, სადაც ქართველმა კალათბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთა. 2009-12 წლებში ბოლონიის "ვირტუსში" წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გამოდიოდა, რომელმაც შენგელიას იტალიურ კლუბში გადასვლაში გარკვეული როლი შეასრულა.

თორნიკე შენგელია: “მცირე პაუზა მქონდა, მაგრამ ვვარჯიშობ, რომ რაც შეიძლება მალე ჩავდგე ფორმაში და ოთხშაბათისთვის გუნდს დავეხმარო. ჩვენ, მე და ვიქტორმა, ამ საკითხზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ვიქტორმა მითხრა, რომ ჩემი და ამ გუნდის კონტრაქტით ბედნიერია. ის აქ არსებულ
ლამაზ გარემოზე მიყვებოდა. ამაზე დიდხანს ვისაუბრეთ. სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა, რადგან მას ეს გუნდი ნამდვილად უყვარს”.

ბოლონიური კლუბი ოთხშაბათს, 16 მარტს, ულებ-ის თასის მორიგი ტურის მატჩს ლიუბლიანის "ცედევიტა-ოლიმპიასთან" გამართავს და ამ მატჩში, სავარაუდოდ, “ვირტუსში” შენგელიას დებიუტი შედგება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგია , სანიკიძე რომ მაგ საკითხებზე ზრუნავს ! თუმცა ძალიან მაინტერესებს , საქართველოს ამ თაობის მერე კალათბურთელები აღარ სჭირდება თუ როგორ არის ეგ ამბავი ?! ჩაატარეთ ასაკობრივი ჩემპიონატებიიი , ჩაატარეთ თორემ თავს ანებებს უკვე მომავალი თაობა კალათბურთს !! 2006-2007 წლიანებში , იმდენად მცირეა ბავშვების რაოდენობა , გუნდების გაკეთებაც კი ჭირს . ნუ უყურებთ ფულიანი მამების ბავშვებს , მეტი არა ჩვენი მტერი , მაგათ რამე ითამაშონ , ვიქტოორ , შენ პირობა დადე , რომ მომავალი თაობის განვითარებაზე დაიხარჯებოდა დიდი ენერგია , მგონია რომ აგვიანებთ გადაწყვეტილებების მიღებას !!!
ATP 16
18:27 16-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული