ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. გოგამ 10-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში "პეისერსმა" სტუმრებზე 17 ქულით მეტი ჩააგდო. საინტერესოა, რომ "ინდიანას" რიგებში 10 და მეტი ქულა ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა მოაგროვა, ყველაზე შედეგიანი კი ოშაე ბრისეტი იყო, რომელმაც 24 ქულას 9 მოხსნა წაამატა.
"პეისერსმა" 25 მოგება და 47 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 24 მარტს "საკრამენტო კინგსთან" ჩაატარებს.
წყარო: GBF