საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 30 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ვირტუსელთა მაისურით სადებიუტო მატჩი ხუთიოდ დღის წინ ევროთასზე ჩაატარა და მაშინ სლოვენიურ "ცედევიტასთან" 14 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა. ამდენად, დღესაც მსგავსი მაჩვენებლები მოუგროვდა.
ბოლონიელებმა იტალიის სერია A-ში 18 მოგება და 3 მარცხი მოაგროვეს და ლიდერ "მილანს" გაუთანაბრდნენ, რომელმაც ამ ტურში "ბრეშასთან" მოულოდნელად წააგო. "ვირტუსი" მომდევნო მატჩს 26 მარტს ჩაატარებს, როდესაც "რეჯიო ემილიას" უმასპინძლებს.
gbf
შენგელია "ვირტუსში" პირველივე მატჩში თავის გუნდში საუკეთესო იყო [VIDEO]