მამუკელაშვილის მორიგი ორმაგი დუბლი ნბა-ს G-ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილის მორიგი ორმაგი დუბლი ნბა-ს განვითარების ლიგაში. მოქმედ ჩემპიონ “მილუოკი ბაქსს” ქართველი ფორვარდი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად “ვისკონსინ ჰერდში” ჰყავს განათხოვრებული, სადაც ის შედეგიანად ასპარეზობს. თუმცა მისი გუნდი ისევ აგებს: "ვისკონსინ ჰერდი" "კეპიტალ სიტის" ესტუმრა და პრაქტიკულად, უშანსოდ, 100:131 დამარცხდა.

სტუმრებმა ოთხივე პერიოდი დათმეს და ტურნირზე უკვე ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადეს. მამუკელაშვილი თანაგუნდელთა შორის გამორჩეული იყო და ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდრომ 32 წუთში 17 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1
დაფარება მიითვალა. მან 8-დან 6 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო (G ლიგაში ზუსტი ჯარიმა 2 ქულას უდრის).

მამუკელაშვილი "ვისკონსინში" ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა, ქულებით კი ჯალენ ლუკემ (20) და რაიონ ტაკერმა აჯობეს (22). "ვისკონსინ ჰერდი" 8 მოგებით და 19 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 24 მარტს, "რეპტორსთან" გამართავს.

წყარო: GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული