ნბა-ს G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდი" "რეპტორსს" დაუპირისპირდა და 115:130 დამარცხდა.
მიუხედავად წაგებისა, სანდრო მამუკელაშვილმა ზღაპრული შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 34 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 30 ქულით (12/17), 20 მოხსნით (8 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, სანდრო "მილუოკი ბაქსის" კალათბურთელია. ვეტერანი სერჟ იბაკას "ირმების" შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ ჩვენებურს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავის გამოჩენის შანსი იშვიათად ეძლევა, თუმცა, G ლიგაში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაგარის გათვალისწინებით, არ გამოვრიცხოთ, რომ "ბაქსის" შემადგენლობაში დაბრუნდეს და გარკვეული პერიოდი მოედანზეც გაატაროს.