მოგეხსენებათ, ქართველმა ცსკა რამდენიმე დღის წინ დატოვა და "ვირტუს ბოლონიაში" გადაბარგდა. მან განაცხადა, რომ მოსკოვურ კლუბში გადასვლა შეცდომა გახლდათ. ჟურნალისტმა ვატუტინს ჰკითხა, გაეცნო თუ არა თორნიკეს ბოლო ინტერვიუს, სადაც ის ამბობდა, რომ მან ცსკ-ში საკუთარი თავი ვერ იპოვა...
"ვეთანხმები თორნიკეს. მან ჩვენთან წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწია. ის ვერ გახდა ლიდერი ვერც პარკეტზე და ვერც გასახდელში, რასაც "ბასკონიაში" აკეთებდა...
რისი ბრალია ეს? მოსკოვის? რუსეთის? სქემის? ცსკა-სი თუ მწვრთნელის? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. შენგელიას ჩვენ მიმართ შეურაცხმყოფელი არაფერი უთქვამს და მან მხოლოდ მადლიერება გამოთქვა, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.
ცსკა-ს პრინციპი უცვლელი რჩება! გავაკეთოთ საუკეთესო ნებისმიერი ჩვენი კალათბურთელისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდანაა სპორტსმენი!
კალათბურთელები და მათი ოჯახები აქ ყოველთვის დაცულები იყვნენ. ჩვენი გულშემატკივრები სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ უცხოელებს, თვლიდნენ მათ თავიანთ ნათესავებად, თავისიანებად.
ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, თუ რა კონკრეტულ საფრთხეებზე ჰქონდა საუბარი თორნიკე შენგელიას. როგორც ცნობილია, თორნიკე, ასევე ლიეტუველი და პოლონელი ლეგიონერები, მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდნენ, თუმცა, ალბათ, მათ ეუხერხულებათ იმაზე საუბარი, თუ რომელი ქვეყნიდან ხდებოდა ეს.
ვიმეორებ, რომ თორნიკეს საწყენი სიტყვები არ უთქვამს. ცსკა-ს ისტორიის ბოლო 20 წლის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ კალათბურთელი არასამედიცინო ნიღაბს ატარებდა და საკუთარ თავს ებრძოდა.
მხოლოდ გლობალური მასშტაბის პრობლემამ აიძულა მას, რომ ეს ნიღაბი მოეხსნა", - ამბობს ვატუტინი.
რუსი კაცურ მიდგომას და გაგებას არ იმსახურებს, არ არის ვაჟკაცი და ვერ გაგიგებს, გაითვალისწინეთ ქართველებო.
წარმატება თოკოს.
ყველაზე დიდი ნიღაბი პეტრე 1 და სტალინს ქონდათ: ქართველები იყვნენ და რუსი ვარო გაიძახოდნენ!