შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა: "ვირტუსმა" "გრან კანარია" დაამარცხა

AutoSharing Option
ევროთასის გათამაშებაში მორიგი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა”, რომელმაც ბოლონიაში ესპანურ “გრან კანარიას” უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 70:68 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თორნიკემ 28:12 წუთი ითამაშა და თავი 11 ქულას, 9 მოხსნას, 2 ჩაჭრას და 1 პასს მოუყარა. თორნიკემ 4-ჯერ ორქულიანი, სამქულიანი და საჯარიმო ნიშნულიდან: 2 ორიანი, 1 სამიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო.

შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა 17 შეადგინა და ის 2-ით ჩამორჩა თანაგუნდელ დანიელ ჰაკეტის, რომელმაც 14 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

“ვირტუსი” ევროთასის 10-გუნდიან B ჯგუფში მე-3 ადგილზეა, რომელსაც 10 მოგება და 7 მარცხი აქვს. შემდეგ მატჩს ბოლონიელები საფრანგეთში, 5 აპრილს, “ბურგთან” გამართავენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული