შერმადინი ესპანური ლიგის მარტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის MVP-ად დაასახელეს.

ამ თვეში “ტენერიფეს” ქართველი ცენტრის საშუალო მონაგარი 17.2 ქულა და 6 მოხსნაა. იგი ორქულიანებს 77-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნიდა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 24.4 ჰქონდა. შერმადინი მიმდინარე სეზონში პირველად გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო ტურის საუკეთესოს ტიტული სამჯერ აქვს მოგებული.

მიმდინარე სეზონის განვლილ 6 თვეში MVP-ის ტიტულები ასე გადანაწილდა:
სექტემბერი – ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა)
ოქტომბერი – ვალტერ ტავარეში (რეალი)
ნოემბერი – ჯეისონ გრეინჯერი (ბასკონია)
დეკემბერი – ჯანან მუსა (ბრეგანი)
იანვარი –
ჯეიმს ვები (მურსია)
თებერვალი – ჯანან მუსა (ბრეგანი)
მარტი – გიორგი შერმადინი (ტენერიფე)

შეგახსენებთ, რომ შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მოქმედი MVP-ია. იგი გასული, 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ევროპის ჩემიონია! საღოლ გილოცავ წარმატებები
კახა
10:28 02-04-2022
0
მგელი ხარ გიო მგელიი!!!
შოთა
04:26 02-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული